|
2017-12-19 11:22:26, 1992 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი
თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული. 68-გვერდიან დოკუმენტში იმ გლობალური საფრთხეების შესახებ წერია, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გლობალური საფრთხეების ნაწილში ამერიკა რუსეთსა და ჩინეთს ასახელებს. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. "ძლიერი და თავისუფალი ევრო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამერიკასა და ევროპას აერთიანებენ: დემოკრატიის პრინციპები, თავისუფლებისადმი ლტოლვა და კანონის უზენაესობა. ერთად გამოვიარეთ მეორე მსოფლიო ომი და შევინარჩუნეთ სტაბილურობა. დღეს ევროპა ჩვენი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მართალია საბჭოთა კომუნიზმის საფრთხეები აღარ არსებობს, მაგრამ ახალი საფრთხეები ჩვენს ნებისყოფას ცდიან. რუსეთი დამანაგრეველ ზომებს იყენებს, რათა ამერიკის სანდოობა ევროპასთან მიმართებაში შეასუსუტოს, ასევე ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და ხელს უწყობს ევროპული ინსტიტუტებისა და მთავრობების შესუსტებას. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეიარაღების განთავსებით", - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში საუბარი ასევე, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და ტერორიზმს, კერძოდ კი "ისლამურ სახელმწიფოს" შეეხო. ცნობისთვის, დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)