15:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 11:50:53, 2651 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ინდონეზიელ კოლეგას ადამიანის უფლებათა სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრ იასონა ლაოლის შეხვდა.

მინისტრი ინდონეზიელ კოლეგას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება.

თეა წულუკიანმა იასონა ლაოლის საქართველოს იუსტიციის სისტემა, უწყებათაშორისი საბჭოები და მათი მუშაობის მექანიზმი გააცნო. მან ინდონეზიელ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, პროკურატურის რეფორმებზე; ვრცლად ისაუბრა, აგრეთვე, საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ.

„ჩვენ გვაინტერესებს კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. ინდონეზია მუშაობს სამოქალაქო სამართლის კოდექსების მოდერნიზაციაზე, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება სამოქალაქო სამართალში", − განაცხადა იასონა ლაოლიმ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე.

მინისტრები შეთანხმდნენ მჭიდრო თამამშრომლობაზე, სამინისტროებისათვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებების გაცვლასა და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე.

ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრთან შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჯაკარტაში ვიზიტის ფარგლებში გამართა. თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების რეგიონულ ფორუმს ესწრება. ინდონეზიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ფორუმს, რომელშიც 200-ზე მეტი ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, ბიზნესწრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ, თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის" მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით დაესწრო.

„OGP"-ის თავმჯდომარეობა საქართველომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საფრანგეთისაგან გადმოიბარა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, რომელიც მსოფლიოს 75 სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics