|
2017-12-16 10:41:52, 2725 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გაიმართა. სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე თავმჯდომარეობდა, ხოლო კერძო სექტორიდან შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ხვედელიანი. „შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოვისმინეთ საბჭოს წევრებისგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად აისახება საბოლოო ცვლილებების პროექტში. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდას და განვითარებას“, - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე ინფორმაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული გზები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“, - აღნიშნა არველაძემ. კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია კერძო სექტორთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, არსებობის შემთხვევაში კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)