20:11 - 18 Aug, 2026
|
2017-12-15 15:01:24, 1962 ნახვა
კომენტარი
პრემიერი საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ქართველი ხალხი საფრანგეთის გვერდშია. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, საუბედუროდ, მათ შორის ბავშვებიც არიან. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ფრანგ ხალხს და მთავრობას. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველი ხალხი და მთავრობა მათ გვერდშია ამ დიდ განსაცდელში", - ნათქვამია წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)