|
2017-12-15 14:47:59, 2432 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენი“ კიდევ ერთი პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს მფლობელი გახდა
14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI–ს ორგანიზებით, 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. რეიტინგის ფარგლებში, გამოვლინდა 2016 – 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია. საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები იღებდნენ მონაწილეობას. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესო გამოავლინა: 2016-2017 წლის „განახლებადი ტექნოლოგიები, მომხმარებელთა არჩევანი, სოციალური პასუხისმგებლობა, ახალი პროდუქტები და მუდმივი ინოვაცია“ - ამ ნომინაციის უპირობო მფლობელი ს.ს „ქართული ლუდის კომპანია გახდა“. ეს არის ჩვენი წარმოების კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება. მიზანი, რომელიც კომპანიამ დაფუძნების დღიდან დაისახა, შეიძლება ითქვას რომ მიღწეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სიახლეები აღარ იქნება. დიახ, ჩვენ კიდევ ძალიან საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ მომხმარებელს, დიახ, ჩვენ კიდევ არაერთხელ გავიზიარებთ ჩვენ წილ სოციალურ პასუხისმგებლობას, დიახ, ჩვენ კიდევ დიდხანს ვიქნებით წარმოების ავანგარდში. ჩვენ და ჩვენი პროდუქციის მომხმარებლებმა ერთად დავიმსახურეთ ეს ჯილდო“, - აღნიშნა ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)