22:48 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:41:58, 1733 ნახვა

კომენტარი
ბესელია ოპოზიციას: თქვენი შეტევების მიუხედავად, მაუწყებელმა უნდა შეძლოს და მაყურებელი მოიზიდოს

„თქვენი პოლიტიკური დისკურსი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პროექტი ბიძინა ივანიშვილის იდეაა, უკვე დამაკნინებელია“, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ რომან გოცირიძესა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატ სერგო რატიანს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას სურს მაუწყებელს რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.

მისივე შეფასებით, ხსენებული საკითხის მუდმივი პოლიტიზირება ხდება და ოპოზიციის ნაწილი ნეგატიურ განწყობას ქმნის.

"სერგომ ვერ გაუძლო იმას რაც უნდა მოისმინოს. წინასწარ გრძნობს და დატოვა დარბაზი. იმედია დაბრუნდება და ბოლო ნაწილს მაინც მოისმენს, რადგან მისთვის რამდენიმე წუთს შემოვინახავ საპასუხოდ. მინდა ვთქვა, რომ განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს პატივს ვცემ. ჩვენ სამუშაო ფორმატში ერთად ვიმუშავეთ, თუმცა ახლა ცოტა უჩვეულო ვითარებაა. ეს არის პროცესი, რომელიც თქვენგან განსხვავებით გვაწუხებს. გვინდა, მივეხმაროთ მაუწყებელს, რომ დაწყებული რეფორმები მიიყვანოს ბოლომდე. თქვენი პერსონალური შეტევების და ნეგატიური განწყობის შექმნის მიუხედავად, მაუწყებელმა უნდა შეძლოს და მაყურებელი მოიზიდოს. მაუწყებელს ძალიან საინტერესო თემები და პროექტები აქვს. იმედი მაქვს, რომ ის რეფორმა რომელიც მიმდინარეობს კარგ შედეგს მოიტანს", - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ მთავრობა მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის საბოლოო რედაქციას ეთანხმება.

"პირვანდელი ვერსიისგან განსხვავებით, პროექტი მნიშვენლოვნად შეიცვალა. ბევრი რამ გასწორდა და დაიხვეწა, მათ შორის ჩვენი კოლეგების შენიშნვების მიხედვით", - აღნიშნა დეპუტატმა.

ბესელიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი წლის ბიუჯეტი 44 მილიონი ლარი იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics