15:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 11:20:56, 2270 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ვადანაშაულებთ

უკრაინის გენერალური პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ ამის ხელშეწყობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ტელეარკომპანია ZIK-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ლუცენკომ განმარტა, სახელმწიფო გადატრიალებაში სააკაშვილის  თანამოაზრე სევერიონ დანგაძეა ეჭვვმიტანილი. 

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილს ეჭვმიტანილად არ მივიჩნევთ. ჩვენ მის თანამოაზრეს სევერიონ დანგაძეს გადატრიალების მცდელობაში და ამ მცდელობის დაფინანსებაში ვადანაშაულებთ. თვითონ სააკაშვილის მიმართ ბრალდება მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობას ეხება“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურის წევრებმა იმიტომ დააკავეს, რომ გამოძიებას სწორედ ისინი ატარებენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics