|
2015-05-08 19:24:33, 568 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ლართან დაკავშირებით ყოველგვარი ბრალდება სპეკულაციად და დემაგოგიად აღიქმება
ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, ყოველგვარი ბრალდება და კრიტიკა აღიქმება, როგორც აბსურდული სპეკულაცია და დემაგოგია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიაბშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის კითხვას. თაქთაქიშვილი დაინტერესდა, „როდის გახდება 1 დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს იყო და პრემიერ-მინისტრს ბანერზე გამოსახული ლარის კურსი უჩვენა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. „თუ ლარი დოლართან გაუფასურდა დაახლოებით 30%-ით, ის გამყარდა იაპონურ იენთან, რუსულ რუბლთან, 16% თურქულ ლირასთან 7%-ით მოლდოვურ ლეისთან, უკრაინულ გრივანსთან, ბელარუსიულ რუბლთან. ამავე პერიოდში, იენი დოლართან მიმართებით დაეცა 53%-ით და ასე შემდეგ. მე გეტყვით, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებებიც, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია ძირითადად, საგარეო ფაქტორებმა. ასე რომ ყოველგვარი ბრალდება და კრიტიკა აღიქმება როგორც აბსურდული სპეკულაცია და დემაგოგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ, საკუთარ ადგილზე სავალუტო ბანერის გამოფენას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და დეპუტატს ასე მიმართ: „მაგ საქმიანობას ლიცენზია ჭირდება ეროვნული ბანკიდან“. ცნობისთვის პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პრემიერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)