|
2017-12-13 14:45:33, 2044 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. „მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველ სამი კვარტალის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას და ახალ მომსახურებას და რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)