|
2017-12-13 14:15:56, 1688 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: სსფ-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით იგი რეგიონში გამოკვეთილი ლიდერი იქნება
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ 10 თვეში წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა. „სწორედ 4.9 პროცენტია ჩვენი პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლისათვის. მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი მომავალი წლებისათვის. ამ ვარაუდს ამყარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებიც. ფონდის აზრით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ამ მაჩვენებლით, იგი იქნება გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ფონდი კონსერვატიულ პროგნოზებს აკეთებს (რასაც 2017 წლის მაჩვენებლებიც მოწმობს) და რეალურად, ჩვენი მოლოდინია, რომ უფრო მაღალ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მივაღწევთ. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომლის შედეგად მოხდება ეკონომიკის სრული ტრანსფორმაცია, ზრდის დაჩქარება, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)