|
2017-12-13 13:19:51, 1699 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი: სტამბაში არ გაციებულა კონსტიტუციის ერთი ვერსია, რომ შეცვლა მოგიწიათ, სჯობს გაჩუმდეთ
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დამტკიცებულ კონსტიტუციურ ცვლილებებში ცვლილებების შეტანით, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ფონზე უმრავლესობის მხრიდან მტკიცება, რომ ქვეყანამ კარგი საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, გაუმართლებელია: „ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს პოლიტიკური დებატები „ქართული ოცნების“ მხრიდან გაიმართებოდა იმის მტკიცებით, თუ რა შესანიშნავი საკონსტიტუციო ცვლილებები შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი იმით, რომ მართლაც, როგორც თვითონ აღაირა, ბატონმა ნუკრი ქანთარიამ, სტამბაში არ გაციებულა კონსტიტუციის ერთი ვერსია, რომ შეცვლა მოგიწიათ. ამიტომ, ამ საკითხზე დებატები ალბათ უპრიანი იქნებოდა, დებატებს სჯობია, საერთდო გაჩუმებულიყავით“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 116-მა წევრმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს მოახდინა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე დამტკიცებულ ცვლილებებში ცვლილების შეტანა ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების გათვალისწინებას უკავშირდება. „ეს რეკომენდაციები არ იყო ასახული ვენეციის კომისიის პირველ საბოლოო დასკვნაში, აისახა მხოლოდ ბოლო დასკვნაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გქვონდა 2 მოსმენით პრაქტიკულად მიღებული კანონპროექტი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)