13:33 - 18 Aug, 2026
|
2017-12-13 11:59:15, 2155 ნახვა
მსოფლიო
ლუცენკო: სააკაშვილს აქვს შანსი, დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, უკრაინულ გამოცემა vchaspik-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ლუცენკომ აღნიშნა, სააკაშვილის მომავალი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „სააკაშვილს აქვს შანსი ნებაყოფლობითი დეპორტაციით დაბრუნდეს საქართველოში, ან მის მიმართ გატარდება უკრაინის კანონით გათვალისწინებული ზომები. მეორე ვარიანტად განიხილება მისი გაძევება ექსტრადიციის გზით“, - განაცახდა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა. შეგახსენებთ, 11 დეკემბერს ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)