14:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 18:47:36, 3057 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია იაპონიის ელჩს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში იაპონიის ელჩს - ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

შს მინისტრმა ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და საზღვრის მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი გახარია ტადაჰარუ უეჰარას სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

გიორგი გახარიამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სანაპირო დაცვის მიმართულებით უმსხვილეს იაპონურ კომპანიასთან - Nippon-თან ურთიერთობაზე და თანამშრომლობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics