|
2015-05-08 17:04:00, 905 ნახვა
ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა მიუღებელია
„ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მიუღებელია“,-ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს განვითარებისთვის ეროვნულ ბანკზე ზეწოლა კარგი არ არის. „რაც ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში, ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ზეწოლა საქართველოსთვის კარგი არ არის და მიუღებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომ ლარის კურსი იყოს მცურავი და ეს საქართველოს ინტერესებში შედის“,-განაცხადა სადიკოვმა. რაც შეეხება, ეროვნული ბანკის მთავარ ფუნქციას, საერთაშორის სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის ფასების სტაბილურობა, ფასებისა და ფინანსური სექტორის სტაბილურობა. „ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქციები განსაზღვრულია კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის შესახებ კანონით. ეს არის ფასების სტაბილურობა და ეროვნული ბანკი ამას აკეთებს. მეორე ეს არის ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ბანკი ამასაც ასრულებს“,-ჰანაცხადა აზიმ სადიკოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)