11:17 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 18:36:49, 2212 ნახვა

ეკონომიკა
პირველმა ვიცე პრემიერმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გააკეთა აქცენტი.

კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის სექტემბერში MOODY's-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გაგვიუმჯობესა Ba3 სტაბილურიდან Ba2 სტაბილურამდე.  ამასთან, მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო რეიტინგზე შეაჩერა ყურადღება, მათ შორის  ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს მე-17 ადგილიდან  მე-9 ადგილზე გადანაცვლებას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში სახელმწიფო და კერძო სექტორმა შეძლოს იაფი რესურსის მოზიდვა, რაც, საბოლოო ჯამში, სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე აისახება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics