17:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 12:19:53, 1788 ნახვა

კომენტარი
ქეთევან ვაშაკიძე: სამწუხაროა, რომ აქტიური მცდელობის მიუხედავად, კონფერენციას პრემიერი და საგარეო მინისტრი არ ესწრებიან

პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენცია: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს.

კონფერენციაზე  განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების  მიმდინარეობას სხვადასხვა სექტორის მიხედვით.  

კონფერენციაში მონაწილეობენ  ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუტებისა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე,  თუმცა ისინი ფორუმს არ ესწრებიან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ აღნიშნულის გამო მწუხარება გამოთქვა:

„სამწუხაროა, რომ კონფერენციას არ ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო ახალი წლიდან გადაიბარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებლობას.მიუხედავად ეროვნული პლატფორმის მცდელობისა, მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციის მსვლელობაში და ესაუბრათ იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც სამწუხაროდ, საოგადოებასთან  და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, დახურულ კარს მიღმა მოხდა“,-განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics