17:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 11:45:18, 1902 ნახვა

კომენტარი
კობახიძე სამოქალაქო საზოგადობას: ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და  ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირთან დაახლოების  პროცესში პარტნიორები უნდა იყვნენ:

„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება-მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ყველა ადამიანის და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას. ასე რომ, ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, მზად ვართ, შემდგომი თანამშრომლობისათვის, ველით თქვენს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას, რომლის გარეშეც პარლამენტსაც და მთავრობასაც  ძალიან გაუჭირდრბოდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წარმატებით შესრულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics