12:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 16:32:11, 2706 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი-პალესტინის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება (LIVE)

ისრაელისა და პალესტინის საზღვარზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები გრძელდება, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პალესტინელები საბურავებს წვავენ. ამასთან, მოზარდების ჯგუფმა ნაგვის ურნებისგან ბარიკადების მოწყობა დაიწყო.

პროტესტის შემდეგ ადგილზე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. მათ პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ხმოვანი ყუმბარები დაუშინეს.

სააგენტო წერს, რომ ერთ-ერთი ყუმბარა იმ ტერიტორიის მიმართულებით გაისროლეს, სადაც ჟურნალისტების ჯგუფი მუშაობდა.

შეგახსენებთ, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. პროტესტების ტალღამ მსოფლიოს სხვა მუსლიმური ქვეყნებიც მოიცვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics