|
2017-12-07 16:40:20, 2703 ნახვა
საზოგადოება
ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდეგ, საქართველოში ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება. ამასთან, კანონის ამოქმედებამდე საჭეგადატანილი ავტომობილები, 2018 წლიდან ტექნიკურ ინსპექტირებას სხვა ავტომანქანების მსგავსად გაივლიან, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. მნიშვნელოვანია მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა იცოდნენ, რომ არავითარი დამატებითი სირთულეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არ შეექმნებათ (მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება). მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. აღსანიშნავია, რომ საჭეგადატანილი და მარჯვენასჭიანი ავტომობილიბის შემოყვანა უცხოეთიდან არ იკრძალება, თუმცა ავტომობილის მფლობელს უნდა ჰქონდეს ოფიციალური მოწმობა, რომ საჭის გადატანა ქარხნული წესით მოხდა.
ამავე თემაზე: რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)