|
2017-12-06 17:01:00, 2347 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს კიევში, რადასთან მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეძებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანს, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ცნობით, შესაბამისი ჩანაწერი უწყების ძებნილთა ბაზაში დღეს გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი კიევში 5 დეკემბერს გაუჩნარდა. გარდა ამისა, შს სამინისტროს თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე 256-ე მუხლით არის აღძრული, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან. აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უმაღლეს რადასთან აქციას მართავს. სააკაშვილმა მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად კარვების ქალაქი მოაწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)