11:04 - 18 Aug, 2026
|
2017-12-06 14:53:18, 2312 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის გენპროკურორს დაემუქრნენ
უკრაინაში საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყნის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს სახლში მისვლით დაემუქრნენ, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი იური დერევიანკო აცხადებს, თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილს თავს დაესხან და კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელონ, მხარდამჭერები ლუცონკასთან, სახლში მივლენ. "პატივცემულო ლუცენკო, ხალხმა მთხოვა თქვენთვის გადმომეცა - თუ კიდევ ერთხელ დაიღვრება უდანაშაულო უკრაინელების სისხლი, რომლებიც უმაღლეს რადასთან იმყოფებიან, ყველა წამოვა თქვენ სახლთან", - განაცხადა დეპუტატმა. ამასთან, მან მოუწოდა სპეცრაზმელებს ხალხის პროვოცირება არ მოახდინონ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)