19:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 13:12:26, 2323 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: ის რაც გუშინ პოროშენკომ გააკეთა, მისი დასასრულის დასაწყისია (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაც გუშინ კიევში მოხდა, ძალის დემონსტრირება იყო.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობამ პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს.

"ის რაც გუშინ პოროშენკომ გააკეთა მისი დასასრულის დასაწყისია. ეს არის მაფიოზური დაჯგუფების დასასრული და ახალი უკრაინის დაბადების დასაწყისი. მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე იურიდიული დეტალებით დავკავდე, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არისსააკაშვილის ბანაკი, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს არ არის ქართული კონსპერაცია, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს გამოვაცხადებ. მათ ნაწილზე შემიძლია ახლაც ვისაუბრა და ვთქვა, რომ ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები სამართალდამცველ სტრუქტურებს კანონიერი გზით ჩამოვაშოროთ და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. თუ მათ სურდათ ჩემი დაკავება, ეს მარტივი იყო. მე დაცვის გარეშე დავდივარ, მაგრამ პოროშენკოს სურდა ძალის დემონსტრირება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics