|
2017-12-06 10:32:18, 1794 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, დღეს ღირსების მანიფესტაციას გამართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ღირსების მანიფესტაციას გამართავს. ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, პარტია საგანგებო რეჟიმში გადადის და მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც საქართველოს თავისუფლების იდეალები ძვირფასია, მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. „რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს პრეზიდენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მისი დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის და საქართველოსთვის გადამწყვეტ ბრძოლას აცხადებს. მოვუწოდებთ ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი განყოფილებაში გადაყვანა ვერ შეძლო. სააკაშვილის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. აქტივისტებმა სააკაშვილი მანქანიდან გადმოიყვანეს. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და კიევის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ქვეყნის პოროშენკოსგან გასათავისუფლებლად ბრძოლა დაიწყონ. მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)