10:13 - 18 Aug, 2026
|
2017-12-05 16:03:10, 2232 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები ევროპის მოედნიდან უკრაინის რადას შენობისკენ მიემართებიან, - ამის შესახებ Strana იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხრეებმა სააკაშვილი იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც ის 4 საათის განმავლობაში სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული. ამასთან, გათავისუფლების შემდეგ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი დღესვე დაიწყონ. "მოვუწოდებ ყველა კიეველს - გამოვიდნენ გარეთ დღესვე და დავიწყოთ პოროშენკოსგან გათავისუფლების პროცესი", - მიმართა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)