10:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:42:43, 2166 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენ მიხეილ სააკშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. 

უკრაინის პროკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა. 

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ვაკავებთ ადამიანს, რომელსაც ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ მის გარშემო მყოფებს შეუძლიათ იხილონ, რაც იქნა დაფიქსირებული და მოძიებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ,“ - განაცხადა იური ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics