10:13 - 18 Aug, 2026
|
2017-12-05 14:21:17, 2151 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ქალი, რომელმაც სპეცრაზმის მიკროავტობუსს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ქვა ესროლა. მედიის ცნობით, სპეცრაზმელებმა მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გახი 2-ჯერ გამოიყენეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)