|
2015-01-16 12:01:06, 1007 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ბენინის სანაპიროსთან მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ბერძნული კომპანია Western Mediterranean Shipping S.A. წარმომადგენელს დაუკავშირდნენ, რომლის 5 ხომალდზეც დასაქმებული 23 ქართველი მეზღვაური ბენინის სანაპიროსთან იმყოფება. "კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხუთი გემიდან სამი უკვე მომარაგებულია საკვებით, დანარჩენ ორს, დღეს დღის განმავლობაში მიეწოდება სურსათი. ხელფასებსა და მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იანვრის ბოლომდე მოგვარდება ფინანსური პრობლემები, რის შემდეგაც კომპანია უზრუნველყოფს მეზღვაურებისთვის ხელფასების გადახდასა და ეტაპობრივად მათ სამშობლოში დაბრუნებას. ხომალდ ASTERIS-იდან, გამოყვანილ იქნა ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ამჟამად განას დედაქალაქ აგრაში იმყოფებიან. მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს განას საელჩოში",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)