|
2017-12-04 18:37:48, 1946 ნახვა
სხვადასხვა
Facebook-ის პოსტი ცილისწამებისთვის სარჩელის მიზეზად იქცა
Facebook-ის კონკრეტულმა მომხმარებელმა თავის გვერდზე ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის და მისი ოჯახის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. კერძოდ, წილოსანი თავისი Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და ტრაგედია უწოდა იმ ფაქტს, რომ მოწმეები ხელს აფარებენ მკვლელობაში დამნაშავეებს. „როგორც საჯარო პირი, ნინო წილოსანი ვალდებულად მიიჩნევს თავს, უპასუხოდ არ დატოვოს ფაქტი, რომელმაც როგორც მისი ოჯახის, ასევე მისი პიროვნული რეპუტაცია დარტყმის ქვეშ დააყენა,“ - აცხადებს წილოსანის ადვოკატი. საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას აწესებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)