|
2017-12-04 17:31:26, 10264 ნახვა
კულტურა
იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ნუსხაში შეიყვანა
ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნა. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. „ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა,თქვენ ხედავთ თუ როგორ არის ყველაფერი გაკეთებული, 3D ანიმაცია მართლაც საოცრებაა და აქ მომსვლელ ადამიანებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ რეალობაში აღიქვან ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ეს არის ჩვენი სიმდიდრე.შესაბამისად მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობა იქნება, რომ ის რაც გაგვაჩნია შევინარჩუნოთ. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მდიდარი ქვეყანა ვართ და შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რომ მოვლილი გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს. სასიხარულოა ასევე ისიც, რომ იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ნუსხაში შეიტანა. ესეც რა თქმა უნდა მისასალმებელია და ვულოცავ სრულიად საქართველოს“,-აღნიშნა თბილისის მერმა. ცნობისთვის, მუზეუმში დაცულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, მე-19 საუკუნის როიალი, მხატვრული ტილოები, პოეტის შემოქმედების გამოცემები, ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონი და სხვა დამხმარე მასალა. მუზეუმში თავმოყრილ ექსპონატთა შორის სავიზიტო მასალას წარმოადგენს ორი ფოტო-პოეტის მუზის-ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი „ცარსკოე სელოში“ და კლასიკურუ გიმნაზიის შენობა, ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული, 1876 წელს გამოცემული, პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. საგამოფენო სივრცეში პირველად იქნება გამოყენებული თანამედროვე მუზეუმოგრაფიის შესაბამისი კრეატიული ინდუსტრია და 3D ანიმაცია.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)