|
2015-05-07 18:41:25, 799 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილმა წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში, ეკონომიკური პროფილის კომიეტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნულ კურორტზე რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია იგეგმება. „წყალტუბოს სპა კურორტის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით უკვე დავასრულეთ ავსტრიული კომპანია “Kohl&Partners”-თან კურორტის ზონირება და კვლევა, ამჟამად მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად ფარნგული კომპანია „ვიში“-ს მეშვეობით წყალტუბოს კურორტის, მისი წყლის საერთაშორისო სერტიფიცირება . ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ესაა წლებით გამოცდილი, ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი, თუმცა, დღემდე საერთაშორისო, დოკუმენტურად დადასტურებული კვლევები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ უმაღლესი რეპუტაციის მქონე კომპანია დღეს ახორციელებს კვლევას, რათა ეს დოკუმენტურად იქნას დადასტურებული. ეს რამდენჯერმე გაზრდის ამ პროექტის კაპიტალიზაციას. ამ კურორტზე იგეგმება რამდენიმე ძალიან მსხვილი ინვესტიცია, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ჩვენ უკვე კონკრეტულ ინვესტორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)