16:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 13:20:40, 1879 ნახვა

კომენტარი
კრისტიან ვიგენინი: აზრთა ურთიერთგაცვლა გვეხმარება, მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიცირება და მეტად დავეხმაროთ საქართველოს

 საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მასპინძლობს.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბერში ჩატარებული სამიტი იყო წარმატებული, სადაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა.

„ეს კონფერენცია იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც, ვფიქრობ, იყო წარმატებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერისა და დახმარების მზადყოფნა გამოითქვა. ასეთი აზრთა გაცვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება, ერთი მხრივ,  საქართველოს - დაინახოს ევროპული პარლამენტების მოწადინება და მეორე მხრივ, გვეხმარება ჩვენ -  მოვახდინოთ პრობლემებისა და საკითხების იდენტიფიცირება რათა მეტად დავეხმაროთ საქართველოს", - განაცხადა კრისტიან ვიგენინმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა და ევროპის სამეზობლო ფონდების ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის მაღალი დონის კონფერენცია და ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელისუფლება მის გახსნას დაესწრო, ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის. მისივე შეფასებით,   ევროპული მხარის დასწრება არის საკმაოდ მაღალი დონის, რადგან  კონფერენციაზე წარმოდგენილია როგორც ევროპულ საქმეთა კომიტეტი ასევე, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტარები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics