|
2017-12-04 12:54:22, 2137 ნახვა
კომენტარი
იან კელი: სპეცოპერაციაზე ბევრი კითხვა გვაქვს, მათ შორის - როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. როგორც ელჩმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, გამოძიების პროცესში ქართულ მხარეს გარკვეიული ტექნიკური დახმარება გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაუწია. "ამ ეტაპზე ვუსმენთ და გვსურს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მომხდარის შესახებ. რა თქმა უნდა ბევრი კითხვა გვაქვს და ბევრი კითხვა აქვს ალბათ საქართველოს მთავრობასაც. ველით გავიგოთ უფრო მეტი რამ ოპერაციის შესახებ. რა თქმა უნდა გვაქვს კითხვაც, როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში და იგივე შეკითხვა აქვს საქართველოს მთავრობასაც. ჩვენ არ ვიყავით ჩართული ოპერაციაში, თუმცა დასაწყისში ვიყავით ინფორმირებული", - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც 4 სამართალდამცველი დაშავდა და ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა. ასევე, მოხდა 3 ბოროტმოქმედის ლიკვიდირება, რომელთაგან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)