|
2017-12-04 12:45:09, 1778 ნახვა
კომენტარი
სოფიო კილაძე: არ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრებაა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულის შესამცირებლად, მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ არის. მისი თქმით, მუშაობა განათლებისა და ოჯახების მიმართულებითაა გასაძლიერებელი: „მე არ მგონია, რომ მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან. მგონია, რომ პირველ რიგში ეს განათლების თემაა და უნდა გავაძლიეროთ ოჯახების მიმართულებით ასევე მუშაობა. სკოლა და ოჯახი არის მნიშვნელოვანი ასეთ საკითხებთან მიმართებით“,-აღნიშნა სოფიო კილაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი იმავე დღეს დააკავა, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება. ასევე, დღეს შსს-მ დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)