21:58 - 13 May, 2026
|
2015-05-07 17:59:47, 802 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 59%-ით გაიზარდა
2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 59 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 62,569 მგზავრი, რაც 59 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (39,273 მგზავრი). როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება ზაფხულის სეზონზეა მოსალოდნელი. სტატისტიკა მომზადებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)