15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 12:17:06, 1975 ნახვა

კომენტარი
ქირურგი დაჭრილ მოსწავლეზე: სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ქირურგის დავით ლოლაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც ლოლაძემ ჟურალისტებს განუცხადა, მოზარდს 3 სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. არის არასტაბილური ჰერმოდინამიკით. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება. ამისათვის ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტს გაუკეთდა 3 სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია. არასტაბილურობას განაპირობებს ის, რომ პაციენტს ჰქონდა სისხლის უდიდესი დანაკარგი. შემოსვლიდან ამ დრომდე მიმდინაროებს სისხლის კომპონენტების მუდმივი იმფუზია ანუ გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლის ზოდადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამ დრომდე ვერ ხერხდება. არის უმძიმეს მდგომარეობაში", - განაცხადა ქირურგმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics