00:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 18:51:30, 1976 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ტრენინგის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.

„აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დახმარებით, ჩვენი სამართალდამცველებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა მათი ცნობიერების ამაღლებას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ტრენინგის ფარგლებში, სულ გადამზადდა 24 საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და უბნის ინსპექტორი. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

შს მინისტრის მოადგილემ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგზე ამერიკელმა ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადაამზადეს.

სწავლების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა, ინციდენტებზე ადეკვატური რეაგირების გაძლიერება და აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველთა კვალიფიკაციის ამაღლება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics