|
2017-12-01 18:03:04, 2405 ნახვა
სამართალი
53-ე სკოლის დირექტორი: ჩემი მოსწავლეები დაჭრილები არ არიან
53-ე სკოლის დირექტორის ეკა გახარია ინფორმაციით, მისი სკოლის მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის დროს დაჭრილები არ არიან. როგორც დირექტორმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერებია დამონტაჟებული და გამოძიება ყველაფერს დაადგენს. "ისინი არ იყვნენ ჩემი სკოლის მოსწავლეები. როგორ გითხრათ, როდესაც მიმდინაროებს გამოძიება, როდესაც 53-ე სკოლის მოსწავლეები არ არიან დაჭრილები, არ ფიგურირებენ საქმეში. თუ დავუშვათ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეები ჩემი სკოლის მოსწავლემ დაჭრა, არსებობს უამრავი ვიდეოკამერა და ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ეკა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)