09:29 - 18 Aug, 2026
|
2017-12-01 17:44:26, 2574 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი აგენტის დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ოფიცრის, გრეჰემ ფულერის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ NTV იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთი CIA-ს ყოფილ აგენტს 2016 წელს სამხედრო პუტჩის მონაწილეობას აბრალებს. ამასთან, ხელისუფლება ფულერს მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირსაც ედავება. მედიის ცნობით, ფულერის წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით არის აღძრული: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შპიონაჟი და საკონსტიტუციო წესრიგის შეცვლა. გრეჰემ ფულერი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი აგენტია, რომელიც ირანსა და თურქეთში მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)