|
2017-12-01 16:17:24, 1521 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმდჯომარემ უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმდჯომარის ხელმძღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონის საკანონმდებლო ხელისუფლების- უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით რეგიონში არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა იყო. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ. ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ახალი ინიციატივის - საკოორდინაციო საბჭო შექმნის შესახებ, რომელიც რეგიონში კრიზისების მართვას უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად შეთანხმდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - დამატებითი სახსრები და ძალისხმევა იქნეს მიმართული უსაფრთხოების კუთხით ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და ცნობიერების ამაღლებაზე. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო მზადაა იმუშაოს ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც რეგიონში არსებულ საჯარო თუ კერძო სექტორს უსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს. „ერთ-ერთი მიმართულება იქნება საკანონმდებლო ცვლილებები არა მხოლოდ კანონებში, არამედ ნორმატიულ აქტებშიც. თუკი სადმე რაიმე ხარვეზი იქნება, ამას კონკრეტული უწყება თავისი ინიციატივით გაითვალისწინებს. ასევე გავითვალისწინებთ იმ საკოორდინაციო ცენტრის მითითებებს და რეკომენდაციებს, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობით იმუშავებს და რომელიც ხელს შეუწყობს დადგინდეს თუ სად, რა სფეროში, რა მიმართულებით რა ცვლილებები არის გასატარებელი. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ რიგი საკანონმდებლო ინიციატივები იქნეს წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს მიერ. ამას მუშაობის პროცესში გავხდით საჯაროს. თუ კი გამოჩნდება, რომ რაღაც სახით კონკრეტული აღჭურვილობა გვაკლია, საკანონმდებლო ორგანოც და მთავრობაც გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხმა აისახოს ბიუჯეტში, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში ამ საბიუჯეტო ცვლილებებმა შესაბამისი მხარდაჭერა ჰპოვოს", - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. (NS)
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)