|
2017-12-01 16:12:03, 1660 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დასრულდა
თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგების პროცესი დასრულდა. ორი კვირის წინ, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულება სთხოვა. პროექტის ფარგლებში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარი 800-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო, ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყო და სანიაღვრე ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. „წურწუმიას ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. გზის საფარის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვალა, რაზეც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მუშაობდა. კომპანიამ არსებული პრობლემის მოგვარებისთვის კომუნიკაციების სრულიად ახალი სისტემა მოაწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს უკვე დასრულებულია სამუშაოები, მიმდინარეობს მორეცხვა და დაახლოებით, 20 დღეში უკვე გზის მოხაზვა დაიწყება. მოქალაქეებს კი, ამ ქუჩაზე კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შესრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე დღეს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო. (NS)
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)