|
2017-12-01 14:01:36, 4043 ნახვა
სამართალი
სუს-ი ადასტურებს, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა თავი აიფეთქა. ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება. „ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა. სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. აჰმედ ჩატაევი ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქეა. ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ბატალიონს მეთაურობდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)