11:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 13:36:26, 1928 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზღვაზე დევნილთა ჩასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა

თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ე.წ. კადეტთა კორპუსებში  სადარაბაზოების რემონტი დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა.

„კომპაქტურ ჩასახლებებში ვცდილობთ მეტი და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ე.წ კადეტთა კორპუსებში მოვაწესრიგეთ სადარბაზოები, მოვაწყეთ საბავშვო გასართობი მოედანი. კიდევ არის გარკვეული საყოფაცხოვრებო პრობლემები და ეტაპობრივად მოვაგვარებთ ამ საკითხებსაც,“ - განაცხადა გამგებელმა.

დევნილთა ჩასახლების მე-3 და მე-4 კორპუსების სადარბაზოების რემონტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 326 ლარი გამოიყო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics