11:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 12:58:50, 2880 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები ხარჯებს შეამცირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს.

„წინა სამ წელთან შედარებით ეს ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და შევადარეთ ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს, რომელსაც მივიღებთ კანონის მიღების შემდეგ და ზრდა არ იქნება, პირიქით, შემცირდება შესაბამისი ხარჯები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ინიციატივის მიზანი ფრაქციების მართვის გაუმჯობესებაა.

„ინიციატივის მიზანი არის ის, რომ გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა. მე ვიტყოდი, რომ პროპორციულად აისახება როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების ინტერესებზე ანუ პროპორციულად იქნება გადანაწილებული ეს თანამდებობები როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე, ოპოზიციურ პარტიებზე",- განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics