|
2017-12-01 11:37:17, 2015 ნახვა
ეკონომიკა
„ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, „აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი“ გაიმართა
„საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულმა კომიტეტმა საქართველოში“ „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით“ ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი” გამართა. აბრეშუმის გზის - ვაჭრობის ფინანსირების რეგიონალურ–ტექნიკურმა ფორუმმა თავი მოუყარა წამყვან იურისტებს, ბანკირებს, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონის ექსპერტებს ვაჭრობის ფინანსირების დარგში. ფორუმზე განიხილულ იქნა ის შესაძლებლობები და სირთულეები, რომლებიც თან ერთვის “ერთი სარტყელი-ერთი გზა”-ის პროექტს მისი არეალის გაფართოებასთან ერთად. ღონისძიების უმთავრეს თემას წარმოადგენდა საბანკო გარანტიების გამოყენება და მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის უზენაესი სასამართლოს მიერ აღიარებული ახალი ჩინური მოთხოვნის გარანტიის წესებმა, მსოფლიო ბაზარზე ჩინეთთან საერთაშორისო ხელშეკრულებების ზრდის მოლოდინი გააჩინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომერციული ბანკებისა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები, ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტები, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო კორპორაციებისა და მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონებიდან.
(R)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)