|
2017-11-30 18:27:25, 2059 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქმიანობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ჯენერ ედელმანმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს ჩვენს ქვეყანას განათლების სფეროში, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. თავის მხრივ, MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა. მისი პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC-ის) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით ხორციელდება. კომპაქტი არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM) დისციპლინებში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას საქართველოში.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)