09:29 - 18 Aug, 2026
|
2017-11-29 20:19:54, 2341 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინის მოსახლეობას მისი დაკავების შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებისკენ მოუწოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, მისი დაპატიმრების შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შენობების პიკეტირება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. "იმ დღეს და იმ შემთხვევაში თუ დამაპატიმრებენ, მე მოვუწოდებ მოსახლეობას, სახელმწიფო უწყებების ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის პიკეტირება მოაწყონ. მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლას აპირებენ, რომ არ შეშინდნენ. ეს არ არის სააკაშვილის მარში. თუ სააკაშვილი დაკავებული იქნება - მაინც მოდით", - განაცხადა სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)