|
2017-11-29 17:29:23, 1735 ნახვა
ეკონომიკა
ვენეციის პორტი „აბრეშუმის გზის“ ინიციატივაში აქტიურად იქნება ჩართული
ვენეციის პორტის პრეზიდენტის პინო მუსოლინოს განცხადებით, ნავსადგური „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. პორტის ხელმძღვანელობა ამ მიზნით შეხვედრების გამართვას აპირებს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან. „ვენეცია არის აბრეშუმის გზის დასავლეთ რეგიონის დანიშნულების პუნქტი. ჩვენ ვიყავით პირველი აბრეშუმის გზის საკვანძო ნავსადგური და გვსურს, რომ აქტიური მონაწილეები ვიყოთ 21-ე საუკუნის ერთი სარტყელის ინიციატივაში. აღნიშნულ პროექტში ჩართულები ვართ 2013 წლიდან“, - განაცხადა მუსოლინომ. მისი ონფორმაციით,მიმდინარე ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს ფოთის და ბათუმის პორტების წარმომადგენლებთან. „რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ანაკლიის პორტის პოტენციალით. მნიშვნელოვანია აგრეთვე არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, არამედ ინტეგრაცია მთლიანად ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან. ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მიწოდების ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ შეხვედრები გვექნება სავაჭრო პალატასთან და საქართველოს მთავრობასთან“,- განაცხადა ღონისძიების სტუმარმა. პინო მუსოლინომ ისაუბრა საქართველოს როლზე და შესაძლებლობებზე აბრეშუმის გზის სარტყელის ფარგლებში.„საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ლოკაცია,ის მდებარეობს ორი ცივილიზაციის შუაში. შავი ზღვის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა შეიძლება უმოკლეს დროში, ჩვენ კი შეგვიძლია ვენეციის პორტის მეშვეობით ჩრდილოეთ ევროპას დავუკავშირდეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ სქემაში შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს“, - განაცხადა ვენეციის პორტის პრეზიდენტმა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)