05:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 18:55:38, 1970 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ და მის მონაწილეებს ამ მიმართულებით საქართველოში  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

როგორც მინისტრმა  აღნიშნა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შუალედური დერეფანი შედგეს, რომელიც ყველა მონაწილისათვის ბევრად უფრო მომხიბლავი და ღირებული იქნება.

 „როდესაც საქართველო ამ ინიციატივაში ჩაერთო, მისი მთავარი პრინციპი, ზოგადად რაც არის სარტყლისა და გზის ინიციატივის პრინციპი, იქნა ჩვენს მიერ გაზიარებული. ანუ, კერძოდ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა ეს არის ის ფილოსოფია, ის იდეა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს. სარტყლისა და გზის ინიციატივის ქვეყნები არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები, ისინი არ არიან კონკურენტები, ისინი ერთმანეთს ავსებენ. ჩვენ გვჭირდება ენერგიის დაგროვება, იმისთვის რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ, ეს არის ის მთავარი პრინციპი, რომელზეც აბრეშუმის გზის ფილოსოფიაა აგებული“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics