|
2017-11-28 18:31:58, 1876 ნახვა
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების და სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ისაუბრა. რამინ გულუზადეს განცხადებით, აზერბაიჯანი დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო გადაზიდვების გამარტივების საკითხს. „მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს, 30 ოქტომბერს, ჩვენ სატრანსპორტო სფეროში გრანდიოზული მოვლენის მოწმენი გავხდით, - გავხსენით ბაქო-თბილისი-ყარსის საერთაშორისო სარკინიგზო ხაზი. ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის და საქართველოს ლიდერები მონაწილეობდნენ. ამ მარშრუტის შექმნა აზერბაიჯანის საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობის შედეგია. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას და ვაჭრობის გაფართოებას“, - განაცხადა რამინ გულუზადემ. აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს შეუწყობს სამივე ქვეყანაში ეკონომიკის, ტურიზმის, სოციალური კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. რამინ გულუზადეს თქმით, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობით მრავალი პროექტი განხორციელდება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)