11:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 12:51:17, 1660 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე ლარის კურსზე: საზოგადოება პანიკას არ უნდა აჰყვეს

„მოლოდინები და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, საზოგადოება პანიკას არ უნდა აჰყვეს.

"თუ გადაავლებთ თვალს ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის - თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია იყო. ვფიქრობ, ისევ ჩამოვა ლარი თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება. პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე. როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს 2.7183 ლარი ღირს, ევრო კი, 3.2440 ლარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics